გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ჯამში სისტემის 17 ერთეულს მიიღებს, 2026 წლამდე, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.
გერმანია იგივე სისტემას თავისი შეიარაღებული ძალებისთვის, ბუნდესვერისთვისაც იყიდის.
რაც შეეხება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას, შოლცი ამბობს, რომ ამ სისტემის თავდაცვამ უკვე ჩამოაგდო 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი.
წელს კიევმა ოთხი ერთეული უნდა მიიღოს, ორი საშუალო და ორიც მცირე მანძილის. დანარჩენი 13-ის გადაცემა შემდეგი წლისთვისაა დაგეგმილი.
ოლაფ შოლცის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არ წყდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)