გერმანია უკრაინას კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ს თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული ს ბავშვთა საავადმყოფო ოხმადტეტის აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ ისაუბრა.
შულცეს შეფასებით, კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევა აჩვენებს თუ როგორ “დაუნდობელ და არაადამიანურ ომს აწარმოებს რუსეთი”. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ყველაზე მეტად სწორედ ბავშვები იტანჯებიან.
“ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს”. – აღნიშნა შულცემ.
მინისტრის თქმით, ზემოხსენებული თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, საავადმყოფოს სწრაფად აღდგენას და ზამთარში მის ფუნქციონირებისთვის მოხმარდება. მისი თქმით, საუბარია, საავადმყოფოს ფასადების და პალატების შეკეთებაზე, ასევე, ტექნიკურ მომსახურებაზე, ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფაზე.
8 ივლისს რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვის შედეგად, 47 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.