გერმანია უკრაინას, ენერგო სექტორის აღსადგენად, 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულზეს შორის შეხვედრისას გაფორმდა.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კუდრიცკიმ და გერმანიის განვითარების ბანკის, KfW-ის ხელმძღვანელობამ „ელექტროენერგიის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დასაფინანსებლად.
გალუშჩენკოს თქმით, კიევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახსრები სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიმართული გადამცემი სისტემის ობიექტების სტაბილურობის აღსადგენად და გასაძლიერებლად, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმას განიცდიან.
გარდა ამისა, მისი თქმით, ამ თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცია, ავტომატიზაცია და ქვესადგურების რეკონსტრუქციის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW-ის) მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, გრანტისა და სესხის სახით, 177 მილიონ ევროზე მეტი მოიზიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია