გერმანია უკრაინას, ენერგო სექტორის აღსადგენად, 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულზეს შორის შეხვედრისას გაფორმდა.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კუდრიცკიმ და გერმანიის განვითარების ბანკის, KfW-ის ხელმძღვანელობამ „ელექტროენერგიის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დასაფინანსებლად.
გალუშჩენკოს თქმით, სთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახსრები სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიმართული გადამცემი სისტემის ობიექტების სტაბილურობის აღსადგენად და გასაძლიერებლად, რომლებიც ს ფედერაციის მხრიდან თავდასხმას განიცდიან.
გარდა ამისა, მისი თქმით, ამ თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცია, ავტომატიზაცია და ქვესადგურების რეკონსტრუქციის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება.
ში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW-ის) მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, გრანტისა და სესხის სახით, 177 მილიონ ევროზე მეტი მოიზიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი