გერმანია უკრაინას დამატებით €3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა უკრაინისთვის. კომიტეტმა 2026-2029 წლებზე გადასანაწილებლად დაამტკიცა 8.3 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებაც. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
უკრაინისთვის 2025 წელს გერმანიას 4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე დამტკიცებული ჰქონდა. დამატებით დახმარებაზე მსჯელობა შეჩერებული იყო გერმანიის მთავრობაში აღმოცენებული უთანხმოებების გამო, რაც მოქმედი კანცლერის, ს კოალიციური მთავრობის კოლაფსით დასრულდა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ბორის პისტორიუსის თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მართვად რაკეტებს, სათვალთვალო რადარებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, საბრძოლო მანქანებსა და მსუბუქ იარაღს.
ამავდროულად, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა სტეფენ ჰებესტრაიტმა თქვა, რომ გერმანული Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერ კიდევ ასაშენებელია და ისინი ში შემდეგი ორი წლის განმავლობაში გაიგზავნება.
უკრაინის პრეზიდენტმა მ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ გერმანიამ “ძლიერი გადაწყვეტილება” მიიღო, რომელიც “უკრაინელი მოქალაქეების სიცოცხლეს გადაარჩენს”.
შემდგომი დახმარების პაკეტისთვის ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა როგორც გერმანიის მოქმედ კანცლერს, ისე მომავალს – ფრიდრიხ მერცს და ამასთან, “ყველა დემოკრატიულ ძალას, რომელმაც ამ გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა.
“გერმანიამ უკვე უზრუნველყო უკრაინა უზარმაზარი დახმარებით და აგრძელებს ლიდერობის დემონსტრირებას ნორმალური ცხოვრებისა და ადამიანის სიცოცხლის ღირებულებების დაცვაში. მადლობა, გერმანია! [Danke, Deutschland!]” – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
სამხედრო დახმარების მხრივ, გერმანია -ს შემდეგ უკრაინისთვის სიდიდით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია. 2022 წლის თებერვალში ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბერლინმა კიევს დაახლოებით 28 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.
წყარო: “ტაბულა”