გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია ს დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უკვე არსებულისთვის დამატებით ჭურვებს მიაწვდის.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე ავრცელებს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის.
ზელენსკის თქმით, შოლცთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა:
„მადლობა თქვენ, თქვენი ლიდერობისთვის. ეს უკრაინისთვის ჩვენებაა ამ კრიტიკულ მომენტში თქვენი გულწრფელი მხარდაჭერის“ — წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი მოუწოდებს სხვა დასავლელ ლიდერებს იხელმძღვანელონ გერმანიის მაგალითით.

ასევე დაგაინტერესებთ