გერმანია საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ების მიწოდებაზე დაწესებულ ემბარგოს ხსნის

გერმანიის მთავრობა აღარ იქნება წინააღმდეგი საუდის არაბეთს Eurofighters-ის გამანადგურებლები მიაწოდონ და ასევე, არ შეეწინააღმდეგება ბრიტანეთის გეგმებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სამეფოში აღნიშნული გამანადგურებლების ექსპორტი განახორციელოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბარბოკმა განაცხადა.
ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში.
მისი თქმით, ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი და გერმანია ამისთვის ერ-რიადის მადლიერია.
ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის Eurofighter-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, რომელსაც ლონდონი და ბერლინი ერთობლივად აწარმოებენ. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებული არიან ჩართულები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში