გერმანია საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსავალს საკონსტიტუციო “გამონაკლისის” დახმარებით ეძებს

გერმანიის მმართველმა კოალიციამ ორშაბათს დამატებითი ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანიც სესხების გამოტანაზე დაწესებული შეზღუდვის დროებითი გაუქმება იქნება. ამ ნაბიჯის გადადგმა გერმანიის მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პირველი კანონპროექტი დაბლოკა.
სესხის ზედა ზღვარს გერმანიის კონსტიტუცია განსაზღვრავს, ბიუჯეტს კი – პარლამენტი ამტკიცებს. დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ზედიზედ მეოთხე წელი იქნება, როცა მთავრობა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზღუდვას დროებით შეაჩერებს. ს კაბინეტი ცდილობს ისესხოს დამატებით 45 მილიარდი ევრო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, რასაც შესაძლოა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება და ინდუსტრიის ქვეყნიდან გადინება მოჰყვეს.
კონსტიტუცია ლიმიტს ახალი სესხების ოდენობაზე აწესებს, თუმცა იძლევა შეზღუდვის დროებით გაუქმების საშუალებას “გამონაკლის” შემთხვევებში.
მთავრობის განცხადებით, ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც 2022 წელს ში შეჭრას მოჰყვა და ფასების ზრდა გამოიწვია, ქმნის იმ საგანგებო სიტუაციას, რომელსაც კონსტიტუცია უშვებს, როგორც „გამონაკლისს“.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია