გერმანია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტს ბლოკავს – „როიტერი“

მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტი ვერ მიიღეს. ეს გერმანიის ქმედებების გამო მოხდა, რომელიც პროცესის გაჭიანურებას აგრძელებს.
ამის შესახებ „როიტერი“ ევროპულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით იტყობინება.
მე-14 პაკეტის შემაკავებელი ზომები მოიცავდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის აკრძალვას და ევროპელი ოპერატორებისთვის პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას მესამე ქვეყნებში მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ სანქციების დარღვევისთვის.
„როიტერის“ წყაროების თქმით, პუნქტი ევროპელი ოპერატორების პასუხისმგებლობის შესახებ საბოლოო დოკუმენტიდან გერმანიის კრიტიკის შემდეგ ამოიღეს.
ეს პუნქტი ექსპორტიორებს ავალდებულებს, პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთი პარტნიორების ქმედებებზე მესამე ქვეყნებში, რომელთა კონტროლი ევროკავშირის კომპანიებს უჭირთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე