გერმანია “რეპრესიებზე პასუხისმგებელ” ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებით შეზღუდვებს უწესებს

გერმანია “რეპრესიებზე პასუხისმგებელ” ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებით შეზღუდვებს უწესებს.
ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
“თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
For nearly 3 months, the people of #Georgia have been protesting in favour of a future in the EU & against the course of the leadership. They continue to face intimidation, arrests & violence. Today, imposed further entry bans on officials responsible for the crackdown.— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) March 24, 2025