გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, დანია, აშშ – დახმარებების რა პაკეტებს მიიღებს უკრაინა

ნატოს ქვეყნები ში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა მ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
“ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის.”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ის მიესალმა გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებას უკრაინაში დამატებითი “პატრიოტის” სისტემის გაგზავნის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, პატრიოტების გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც მოკავშირეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მათ შორის SAMP/T.
„ბევრმა მოკავშირემ, რომლებსაც არ გააჩნიათ არსებული სისტემები, პირობა დადო, რომ ფინანსურ დახმარება გაუწევენ მათ შესყიდვას უკრაინისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში მ ახალი ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ, ხოლო ნიდერლანდებმა გამოაცხადა დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფა სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩეხეთმა კი დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივის წყალობით ნახევარი მილიონი ჭურვი შეიძინა.
სტოლტენბერგი მიესალმება -ის კონგრესში ხვალ, 20 აპრილს, უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრას და ელოდება, რომ ახალი დახმარება შეფერხების გარეშე დამტკიცდება.
“უკრაინა იყენებს ჩვენს მიერ მოწოდებულ იარაღს ს საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა