გერმანია ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

გერმანია 500 მილიონ დოლარს გამოყოფს ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობამ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისა და ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მასშტაბური მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის კუთხით.
ცნობისთვის, -მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი – უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია Priority Ukraine Requirements List (PURL) წამოიწყეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი, გზა გამეგო საიდან უნდა შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვერ შემოვედი