გერმანია მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს შესთავაზებს

გერმანია მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს შესთავაზებს
გერმანიაში, 2026 წლის აპრილიდან მწეველებისთვის უფასო სკრინინგის პროგრამას დაიწყებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
წელიწადში ერთხელ მათ შეეძლებათ გაიარონ დაბალი დოზით კომპიუტერულ ტომოგრაფია (LDCT), რათა ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე, სიმპტომების გამოვლენამდე, გამოავლინონ.
პროგრამა შექმნილია 50-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც მინიმუმ 25 წელია ეწევიან. მათაც შეეძლებათ მონაწილეობა, ვინც მოწევას თავს დაანებებს, მაგრამ არაუმეტეს 10 წლის წინანდელისა. სავარაუდოდ, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ასევე დაგაინტერესებთ