გერმანია მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიურად იმუშაოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთს ში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში დაამატა, რომ პეკინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანია“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, „აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხერხდეს მშვიდობის აღდგენა“.
„პირველ რიგში, ეს ნიშნავს, არ დაუჭირონ მხარი აგრესორს, არ გამოუცხადონ მხარდაჭერა რუსეთს“, – აღნიშნა ბერბოკმა.