გერმანია უარს ამბობს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე სხვა ქვეყნების მიმართ, საბრძოლო ხომალდებით უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, ისაუბრა.
“მზად ვართ დიპლომატიურად უზრუნველვყოთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება. თუმცა, არ იქნება სამხედრო მონაწილეობა.” – თქვა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
პისტორიუსის თქმით, გერმანიას დასჭირდება როგორც საერთაშორისო სამოქმედო ჩარჩო, ისე პარლამენტის მანდატი მანამ, სანამ NATO-ს ტერიტორიის გარეთ სამხედრო მოქმედებას დაიწყებს.
“ეს ჩვენი ომი არაა, ის ჩვენ არ დაგვიწყია.” – თქვა პისტორიუსმა.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა NATO-ს ქვეყნებსა და ნავთობის იმპორტიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენაში. სრუტე, რომელიც ნავთობითა და გაზით ვაჭრობის მნიშნველოვანი გამავალი გზაა, ირანს ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვს. გამავალი ხომალდები იერიშების საფრთხის ქვეშ არიან. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე იზრდება ნავთობის ფასები.



