გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია ს თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული ს “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენა შულცმა განაცხადა.
„ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, მოხმარდება საავადმყოფოს სწრაფად აღდგენას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას. საუბარია, საავადმყოფოს ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს უზრუნველყოფაზე.
შულცის თქმით, ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევა აჩვენებს „როგორ დაუნდობლად და არაადამიანურად აწარმოებს რუსეთი ამ აგრესიულ ომს“ და რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

ასევე დაგაინტერესებთ