გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს დაამტკიცებს

გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა სამთავრობო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა 2024 წელს უკრაინას 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის, ასევე, ბერლინი “აქტიურ კამპანიას” გააგრძელებს, რათა მომავალი წლის დასაწყისში ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი იქნას დამტკიცებული.
“ევროკავშირის ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის დახმარებას… ევროკავშირი-26 [ევროკავშირის 26 წევრი, უნგრეთის გარდა], რა თქმა უნდა, ასევე, შეძლებს მოქმედებას. მაგრამ არ მინდა ახლა იმაზე ფიქრი, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ასეთი მხარდაჭერის ორგანიზება. ეს ასევე მოითხოვს ბრიუსელში შემდგომ კონსულტაციებს”, – განაცხადა ვაგნერმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პოზიციისთვის გვერდის ავლის საშუალებას ეძებდნენ მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა. მას შემდეგ შემოთავაზებულ იქნა სარეზერვო ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სახსრების გადაცემას ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა