გერმანია ელექტრომობილების (ჰიბრიდული მოდელების ჩათვლით) გაყიდვების მხრივ ევროპის ლიდერი გახდა

2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გერმანია ევროკავშირში ელექტრომობილების, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებით ლიდერობდა. ევროსტატის მონაცემებით, მასზე სრულად ელექტრომობილების გაყიდვების 21% და plug-in ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების 23% მოდიოდა.
მეორე ადგილზე გასულმა საფრანგეთში წლის პირველ ნახევარში ევროპაში ელექტრომობილების (ჰიბრიდული მოდელების ჩათვლით) თითქმის 13% შეიძინეს. მესამე ადგილზე ესპანეთი გავიდა.