გერმანია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ სამი წევრი სახელმწიფო საჰაერო თავდაცვითი სისტემა „პატრიოტის“ 1000 რაკეტას შეიძენენ. ამის შესახებ NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. შესყიდვის შესახებ კონტრაქტი უკვე გააფორმა გერმანიამ, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. NATO-ში ასევე აცხადებენ, რომ ევროპაში GEM-T-ის ტიპის რაკეტების წარმოება გაიზრდება.
„ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტისთვის“ განკუთვნილი რაკეტების შესყიდვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში აუცილებელია ალიანსის წევრებისთვის საჰაერო სივრცის დაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
