გერმანია აშშ-სგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს -Reuters

20 ოქტომბერს ანონიმურმა წყარომ გამოცემა Reuters-ს აცნობა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამერიკული კორპორაცია Lockhead Martin-ისგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, სამხედრო თვითმრინავების ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი ევრო იქნება.
გერმანიას -სთვის 35 ერთეული F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი უკვე შეკვეთილი აქვს საკუთარი Tornado-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების ჩასანაცვლებლად, რომელთა რადენობაც 85-ია.
ივლისში ბერლინმა უარყო დამატებით 15 ერთეული F-15-ის ტიპი ავიაგამანადგურებლის შეძენის გეგმა, თუმცა, მას შემდეგ გაზრდილმა ბიუჯეტმა გერმანიას მეტი იარაღის შეძენის შესაძლებლობა მისცა.
წყაროს ცნობით, დამატებით 15 ავიაგამანადგურებლის შეძენა თავდაცვის სამინისტროს დღის წესრიგში დიდი ხანია დგას.