გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია SEFE-მ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-თან ბუნებრივი აირის მიწოდების 10-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ სამშაბათს SEFE-ს პრესსამსახურმა განაცხადა.
იმპორტი წელიწადში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, რაც გერმანიის წლიური მოხმარების 1.7%-ზე მეტია.
აზერბაიჯანი უკვე ამარაგებს გაზით საქართველოს, ბულგარეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, თურქეთს და ხორვატიას.
