„გერმანიაში, PSG vs Inter-ის მატჩზე დასასწრები სამოგზაურო პაკეტების ღირებულება ₾10 000-დან იწყება“ – Travelfy

ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელის გიორგი მელიქიშვილის ინფორმაციით, პოტენციურ მომხმარებლებს 10 000 ლარიან პაკეტს სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებული პირები, გერმანიაში, ფრანგული კლუბის – „პარი სენ-ჟერმენის“ და მილანის „ინტერის“ მატჩზე დასწრებას შეძლებენ.
როგორც გიორგი მელიქიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ადგილობრივ ბაზარზე, ტურისტული კომპანიის შეთავაზების მიმართ, დაინტერესება უკვე არსებობს, რასაც აღნიშნულ მატჩზე ქართველი ფეხბურთელის ს თამაშს უკავშირებს.
„ახლა პაკეტების, თუ რამდენი პროცენტი გავყიდეთ, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, მუდმივად იცვლება… რაც შეეხება, უშუალოდ პაკეტს – გვაქვს. იმ დილითვე შევიძინეთ, როდესაც გავიგეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ფინალში ითამაშებდა. პაკეტის საწყისი ღირებულება დაახლოებით, 10 000 ლარიდან იწყება, რაც მოიცავს: ფრენას, 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებას. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ ეს ყველაფერი სარეკლამო პაკეტია – მარტივად, „საჩვენებელი“, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა იცოდეს, მსგავსი მომსახურება არსებობს.
ამასთან, მყიდველის სურვილიდან გამომდინარე, შეთავაზება შეიძლება, სხვადასხვა, სერვისებით დაიტვირთოს და გარდაიქმნას: სასტუმროს ხარისხი, ბილეთის კატეგორიაც შეიცვალოს, შეგვიძლია, თუნდაც Vip ადგილი მივანიჭოთ,მოკლედ, პოტენციური მომხმარებლების სურვილებს მოქნილად შეგვიძლია, მოვერგოთ“, – განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა.
ცნობისთვის, ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი” და მილანის „ინტერი“ ერთმანეთს 31 მაისს, გერმანიაში, მიუნხენში დაუპირისპირდება.
bp.ge