გერმანიაში „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისებზე ბილეთის ფასი ₾879-დან ₾5 967-მდეა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად სპეციალური ავიარეისების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ავიაკომპანიის განცხადებით, ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ავიაკომპანიის განცხადებით, სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, გერმანიის სამივე ქალაქის მიმართულებით გაფრენისა და უკან დაბრუნების საფასური სულ მცირე 1921 ლარი ჯდება. ვებსაიტზე უკვე ჩანს, რომ ბილეთების რაოდენობა ამ თანხის კატეგორიაში შეზღუდულია.
ბიზნეს კლასის ბილეთებზე ფასი 5 967 ლარს აღწევს.