გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ მხარეში ვითარება კვლავ რთულია

გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ორ მხარეში ვითარება კვლავ რთულია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მაშველი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.
ევაკუაცია გრძელდება რუდერსბერგის მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრი ადამიანი დატბორილ სახლებშია ჩარჩენილი. რთული ვითარებაა ბავარიაშიც, სადაც სტიქიის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, ქალაქ კელჰეიმში დუნაის დონემ, შესაძლოა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.