გერმანიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მესამე კი – იძებნება

გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.
საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება