გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ოცნების ახალი კანონები, მზია ამაღლობელის საქმე, სანქციები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება იყო მთავარი საკითხები, რაზეც გერმანიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დეპუტატებთან ისაუბრეს:
💬 “ბერლინში ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებს. ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან საერთაშორისო საგამოძიებო მისიის შექმნის აუცილებლობაზე იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციის საგამოძიებო მისიას შეუძლია დაადგინოს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, როგორ დაწამლეს ხალხი და ა.შ… ვისაუბრეთ სასანქციო პოლიტიკაზე, რომ ევროპამ და გერმანიამ უნდა გააძლიეროს სასანქციო პოლიტიკა, მათ შორის, ვისაუბრეთ მზიას სიაზე, სადაც უამრავი თქვენი [ოცნების] მავნებელი არის შესული… ელოდეთ ახალ ამბებს, ბრძოლა ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ” | ამბობს შეხვედრების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში პლატფორმა 2025-ის დამფუძნებელი, კოკი იონათამიშვილი.