გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ზოლინგენში მოხდა, როდესაც ზოლინგენის მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. ამ დროისთვის, მისი ვინაობა უცნობია.
„დღეს საღამოს, ზოლინგენში, ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ყველას გვსურდა ქალაქის იუბილე ერთად აღგვენიშნა, ახლი კი დაღუპულები და დაშავებულები უნდა ვიგლოვოთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა, ტიმ კურცბახმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა