გერმანიაში, ულტრამემარჯვენე Reichsbuerger-თან კავშირის ბრალდებით, სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და სახელმწიფო ღალატის დაგეგმვაში ედებათ ბრალი

გერმანიაში, ბავარიის მიწაზე ულტრამემარჯვენე ჯგუფ Reichsbuerger-თან კავშირის ბრალდებით, სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და სახელმწიფო ღალატის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.
როგორც Reuters წერს, ჯგუფს სახელმწიფო წესრიგის ძალადობრივი გზით დამხობისა და მისი საკუთარი სისტემით ჩანაცვლების მცდელობაში ედება ბრალი.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა ბავარიის, საქსონიისა და თიურინგიის რვა ლოკაციაზე.