გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს

გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დღეს დილით დაჯგუფების Königreich Deutschland-ის („გერმანიის სამეფო“) წევრების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა და მისი ლიდერი დააკავა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ მოძრაობა Reichsbürger-ის („რაიხის მოქალაქეები“) მთავარ ფრთას წარმოადგენს, მას დაახლოებით 6000 წევრი ჰყავს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„დაჯგუფების წევრები ქვეყანაში კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს იყენებენ“, – აღნიშნა ალექსანდრ დობრინდტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს