გერმანიაში უამინდობის გამო საჰაერო და სარკინიგზო რეისები გაუქმდა

თოვლისა და ყინვის გამო გერმანიის სამ აეროპორტში რეისები გაუქმდა. უამინდობამ შეაფერხა მიუნხენის, ფრანკფურტისა და შტუტგარტის აეროპორტები.
როგორც გერმანული მედია იუწყება, თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტში ხილვადობა იყო შემცირებული, რამაც რეისების მიღება და გამგზავრება შეაფერხა.
ფრანკფურტის აეროპორტმა დღის განმავლობაში გააუქმა 120 ავიარეისი, მათ შორის, პარიზის, ვენეციის და პრაღის მიმართულებით.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვისა და უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ მოსახლეობას ბავარიაში.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გავლენა იქონია რკინიგზის მუშაობაზეც.
ოპერატორი კომპანიის „დოჩე ბანის“ განცხადებით, ამინდის გამო შეფერხდა გრძელ მანძილზე რეისები, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანად გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს