გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში ბრალდებულთა სასამართლო დაიწყო

გერმანიის სასამართლო სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულთა საქმეების მოსმენას იწყებს. ორშაბათს 9 კონკრეტული პირის საქმის განხილვისას, სასამართლოში ითქვა, რომ გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ორგანიზატორ ძალადობრივ ჯგუფს საკმაოდ “დაწინაურებული გეგმები” ჰქონდა საიმისოდ, რომ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სტრუქტურა შეექმნა და თავისი პუტჩისადმი წინააღმდეგობა ჩაეხშო.
პროკურორების განცხადებით, ძალადობის გამოყენების თაობაზე მათი მზაობის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო ისიც, რომ მათმა წევრმა მის დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.
გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა 27 ადამიანისგან შემდგარი ქსელი გამოავლინეს, რომლებიც თავს “რეიხის მოქალაქეებს” უწოდებენ. 9 მათგანს ახლა ასამართლებენ. “რეიხის მოქალაქეებს” ბრალი ედებათ სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და მმართველობის შეცვლის თაობაზე შეთქმულებაში.
ეს ერთ-ერთი პირველი მოსმენა იყო მათ შორის, რაც 27 მოქალაქის წინააღმდეგ გაიმართება. ეს შეთქმულება გერმანიის ხელისუფლეებამ 2022 წლის ბოლოს გამოავლინა.
დაკავებულები გერმანიის სამხრეთში რამდენიმე სხვადასხვა ციხეში არიან გადანაწილებულნი. სხდომა კი შტუტგარდში, მაქსიმალური უსაფრთხოების სასამართლო დარბაზში გაიმართა. დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაც შეზღუდული აქვთ. ამ კონკრეტული 9 პირის წინააღმდეგ აღძრული სააქმის თანახმად, ისინი ეჭვმიტანილნი არიან ლოკალური სამხედრო გაერთიანებების მომზადებაში, რათა ამბოხის მიმართ მოსალოდნელი წინააღმდეგობა ჩახშოთ.
პროკურორები ამბობენ, რომ შეთქმულებაში ეჭვმიტანილებს სჯერათ, რომ გერმანიის სახელმწიფოს შიგნით ჩრდილოვანი, ე.წ. არაფორმალური მმართველობა არსებობს, რომელიც ოფიციალურ ხელისუფლებას ფარულად მართავს. ამ “ჩრდილოვანი მმართველობის” ბევრ დანაშაულს შორის კი მათი აზრით, ბავშვების წამებაცაა. ამ ჯგუფის წევრებს ასევე სჯეროდათ, რომ თუკი მათი აზრით, “უკანონო მთავრობას” დაამხობდნენ, ისინი ამერიკისა და ს მთავრობების მხარდაჭერასაც კი მოიპოვებდნენ. ამასთან, პროკურორების თანახმად, ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ ქმედებებს გერმანელი ხალხიც დაუჭერდა მხარს მას შემდეგ, რაც გაიგებდა, “რა ხდებოდა სინამდვილეში”.

ასევე დაგაინტერესებთ