გერმანიაში სახანძრო სადგური დაიწვა – ზარალი 20-დან 24 მილიონ ევრომდეა

გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა. პირველადი შეფასებით, ზარალი 20-დან 24 მილიონ ევრომდეა. დამწვარია სახანძრო განყოფილების შენობა, სპეცტექნიკა და სასწრაფო დახმარების ათამდე მანქანა. შემთხვევას მსხვერლი არ მოჰყოლია.
ხანძარი, სავარაუდოდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის კუთვნილ სასწრაფო დახმარების მანქანას გაუჩნდა, რომელშიც ლითიუმ-იონური აკუმულატორები და გარე ელექტროგადამცემი იყო.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ მიიჩნიეს.
”ის, რაც მოხდა, ბევრს დააფიქრებს და იმოქმედებს,” – თქვა ნორბერტ ფიშერმა, ჰესეს შტატის სახელმწიფო სახანძრო ბრიგადის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ქვეყანაში სახანძრო დაცვის მოთხოვნების გაუმჯობესებაზე.
სადგური ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ამაყად შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში – ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართა