გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმისთვის ხუთი პირი დააკავეს

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ისინი ბავარიის მხარეში, დინგოლფინგის მახლობლად დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებულია ხუთი მამაკაცი, მათგან სამი მაროკოდანაა, ერთი ეგვიპტიდან, ერთი კი სირიელია. დაკავებულების ასაკი 22 წლიდან 56 წლამდეა.
პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ გეგმა, ტერორისტული თავდასხმა საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის გამოყენებით განეხორციელებინათ.
გავრცელებული ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია შესაძლო ტერორისტურლი აქტის შესახებ უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო.
გასულ წელს, 20 დეკემბერს, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, შობის ბაზრობაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც თავდამსხმელმა ავტომობილით განახორციელა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.
2016 წლის დეკემბერში, თავშესაფრის მაძიებელი ტუნისიდან, ბერლინში, შობის ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილით შევარდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო 56 დაშავდა.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას