გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.
41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა.
20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდასხმა განხორციელდა მარტოხელა თავდამსხმელის მიერ. 50 წლის ს მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა.
წყარო: 1 არხი