გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
მაგდებურგში, სადაც პარასკევს საღამოს ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, დღეს გერმანიის კანცლერი, ჩავა.
ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის ტალებ ა. დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. იგი საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას გამოხატავდა.
ამასთან, Reuters-ს საუდელმა წყარომ განუცხადა, რომ საუდის არაბეთმა გერმანიის ხელისუფლება თავდამსხმელის ექსტრემისტული შეხედულებების შესახებ გააფრთხილა, რომელსაც იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება