გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო მოეწყო.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო KPRN-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო.
„ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წამყვან გერმანულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურისტული პროდუქტების გაცნობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.
ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალმა რომან „უკმარი სინათლის“ შესახებ ისაუბრა. ლიტერატურულ საღამოს მუსიკალური აკომპანირება დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა.
ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლტ ბრეხტის პრემია მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე