გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

გერმანიის პრეზიდენტმა 27 დეკემბერს პარლამენტის დაშლის ბრძანება გასცა. ქვეყანა ახალ საკანონმდებლო ორგანოს 23 თებერვალს აირჩევს. ვადამდელი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანცლერ შოლცის მმართველობით მოქმედი კოალიციური მთავრობა დაიშალა.
შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადეს. ის ახლა უმცირესობაში მყოფი მთავრობის მეთაურია. პოლიტიკური პრობლემების ნაწილის ესკალაცია 6 ნოემბერს მოხდა, როცა შოლცმა თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა. მიზეზი გერმანიის სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის გაუმჯობესების შესახებ უთანხმოება იყო.
არჩევნები 7 თვით იმაზე ადრე გაიმართება, ვიდრე დაგეგმილი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კონსტიტუცია ბუნდესტაგს თვითდაშლის უფლებას არ აძლევს, ამიტომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. არჩევნები ამ განცხადებიდან 60 დღეში უნდა გაიმართოს.
თუმცა არაოფიციალურად, საარჩევნო კამპანია უკვე მიმდინარეობს. გამოკითხვების თანახმად, წარმატების დიდი შანსი აქვს კონსერვატორთა ოპოზიციურ ბლოკს, რომელსაც ფრიდრიჰ მერცი ლიდერობს.
თუმცა, გამარჯვების შემთხვევაშიც, მას სულ მცირე ერთ პარტიასთან მაინც მოუწევს თანამშრომლობა. ყურადღების ცენტრშია მემარჯვენე, პოპულისტური პარტიის – “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი ალის უაიდელი, თუმცა მის პარტიასთან თანამშრომლობასა თუ კოალიციის შექმნაზე ყველა სხვა პარტიას უკვე უარი აქვს ნათქვამი.