გერმანიაში სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ორივე დაკავებულს ბრალად ედება დივერსიული მიზნებისთვის აგენტური საქმიანობა და ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების მომზადება.
პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცები ეძებდნენ პოტენციურ თავდასხმის ობიექტებს, მათ შორის -ის სამხედრო ბაზებს გერმანიაში.
ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კავშირში იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტთან, ასევე ბრალად ედება აფეთქებისა და ხანძრის მოწყობის დაგეგმვა.
ქმედებების მიზანი, სავარაუდოდ, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის დისკრედიტაციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”