გერმანიაში რუსეთიდან გაგზავნილი საახალწლო საჩუქრები კონფისკაციას დაექვემდებარება

რუსეთიდან გერმანიაში გაგზავნილი საახალწლო საჩუქრები სანქციების გამო საზღვარზე შესაძლოა, დააკავონ და კონფისკაციას დაექვემდებაროს. ამის შესახებ მედიის ცნობით, გერმანიის საბაჟოს სამსახურმა განაცხადა.
სანქციებს ექვემდებარება ისეთი საქონელი, როგორიც არის ქაღალდი, ხის ნაწარმი, ძვირფასი ქვები და ლითონები, მათ შორის, სამკაული. ასევე, სიგარეტი, კოსმეტიკა და სხვა. მედია წერს, რომ საზღვარზე უკვე აკავებენ დან შესულ წიგნებს, სათამაშოებსა და სუნამოებს.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მსგავსი ზომები „შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნების სხვა საბაჟო სამსახურებმაც გამოიყენონ,“ რადგან სანქციები ბლოკის ყველა წევრ ქვეყანაზე ვრცელდება. საბაჟო სამსახური რეკომენდაციას უწევს მოქალაქეებს, რომ ეს ინფორმაცია რუსეთიდან ამანათების გაგზავნის დროს გაითვალისწინონ.
8 სექტემბერს ევროკომისიამ დაადასტურა სასანქციო კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აიკრძალა. უწყების განცხადებით, „არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, რადგან ის XXI დანართში ჩამოთვლილ საბაჟო კოდებს ექვემდებარება, რომლებიც რუსეთში წარმოებულ ან რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელს შეეხება“.