გერმანიაში მიმდინარე წელს 45 მსხვილი კომპანია გაკოტრდა

გერმანიაში 45 მსხვილი კომპანია, რომელთა წლიური ბრუნვა მინიმუმ 50 მილიონი ევრო იყო, 2023 წლის პირველ 9 თვეში გაკოტრდა. ამის შესახებ გერმანული მედია Allianz Trade-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ეს არის მსხვილი კომპანიების გაკოტრების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2020 წლის შემდეგ, როდესაც ბაზარი 44-მა კომპანიამ დატოვა. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 26 მსხვილი გერმანული კომპანია გაკოტრდა, 2021 წელს კი -17.
გაკოტრებული კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა (12) ტანსაცმლის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორშია.
ასევე დაიხურა 6 დიდი კლინიკა. ჯანდაცვის ბაზარზე არსებულ პრობლემებს ადასტურებს გერმანიის ჰოსპიტალური ინსტიტუტის (DKI) კვლევა: გერმანიის საავადმყოფოების ორი მესამედი ამჟამად ახასიათებს თავის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს, ხოლო საშუალო ზომის საავადმყოფოებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.
ასევე იყო დიდი გაკოტრება მანქანათმშენებლობაში (5), მეტალურგიაში (4) და მშენებლობაში (3).
კვლევის მიხედვით, სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე მეტი გადახდისუუნარო კომპანიაა. შემდეგ მოდის საცალო ვაჭრობა და მომსახურება.