გერმანულმა სტარტაპმა საფეხბურთო მოედნებისთვის ახალი გაზონის საფარი შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივი გაზონისგან განსხვავებით, სრულად ეკოლოგიურია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში, ხელოვნური საფეხბურთო საფარი მზადდება ძველი ავტომობილის საბურავებისგან, რომლებიც დაფქულია პლასტმასის პატარა გრანულებად. გრანულები აუმჯობესებენ ზედაპირის ამორტიზაციას და ამცირებენ ტრავმის რისკს, თუმცა ხშირად ჩნდებიან მოედნის გარეთ. შემდეგ ისინი გარემოში ხვდებიან და არ იშლებიან რითაც მას სერიოზულ ზიანს აყენებენ.
სტარტაპის ახალი შემავსებელი, რომელიც განახლებადი ნედლეულისგან მზადდება, სრულად ბიოდეგრადირებადია და ნახშირორჟანგად და წყლად იშლება. იგი მზადდება კარტოფილის ქერქის, სიმინდის სახამებლის, შაქრის და ხის ნაფოტებისგან.
ეს მცენარეული გაზონი აკმაყოფილებს FIFA-ს უმაღლეს კრიტერიუმებს.




