გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ, შოლცის პარტიას კი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი აქვს

გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ, შოლცის პარტიას კი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი აქვს
გერმანიაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ.
გერმანიის ფედერალური არჩევნების შედეგები ეგზიტპოლების მიხედვით ასეთია:
„ქრისტიან-დემოკრატები“ – 29%;
„ალტერნატივა გერმანიისთვის“- 19,5%;
„სოციალ – დემოკრატები“ – 16%;
„მწვანეები“ -13,5%. მას მოჰყვებიან „მემარცხენეები“ და დარჩენილი ორი პარტია.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, 69 წლის ფრიდრიხ მერცი დააკომპლექტებს მთავრობას. ეს პროცესი შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ან თვეები გაგრძელდეს.
დაიწყება კონსულტაციები გერმანიის მომავალი მთავრობის ფორმირებასა და კოალიციის ჩამოყალიბებაზე. სავარაუდოდ იმ ორ პარტიასთან, რომელიც მას მოსდევს საუკეთესო შედეგით.
მერცი აღნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კოალიციას არ შეკრავს.
აღსანიშნავია, რომ შოლცის პარტიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ამ არჩევნებში.
გერმანიაში სულ 59 მილიონი ამომრჩეველია. შუადღის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე აქტივობა 52%-ზე მეტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას