გერმანიაში ელოდებიან, რომ „მწვანე“ ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში წელს ახალ მაქსიმუმამდე – 54%-მდე გაიზრდება. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ Spiegel-ზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს განახლებადი ენერგიის სტატისტიკის სამუშაო ჯგუფის ოფისში განაცხადეს.
54% – წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტული პუნქტით მეტია, იუწყება ოფისი.
2023 წელს უკვე მიღწეულია რეკორდული მაჩვენებელი 52,5%. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ელექტროენერგიის მოხმარების ნახევარზე მეტი პირველად დაიფარა განახლებადი ენერგიით.
2022 წელს ეს წილი ჯერ კიდევ 46.3%–ს შეადგენდა.
მონაცემების თანახმად, ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი წყაროებიდან, ქარისა და მზისგან, სავარაუდოდ, გაიზრდება წელს ოთხი პროცენტული პუნქტით და დაახლოებით 285 ტერავატსაათამდე.
