გერმანიაში, ბავარიაში, ერთ-ერთ გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ხის შენობას გაუჩნდა.
პარკის გვერდით მდებარე სასტუმროდან მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. პარკის ტერიტორია დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრია. პოლიციამ ზარალი მილიონ ევროდ შეაფასა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.