გერმანიაში, ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი შავი ჯიპი გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კარნავალის სეზონის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს შეეჯახა.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.
