გერმანიაში ადოლფ ჰიტლერზე თავდასხმის მე-80 წლისთავი აღნიშნეს

გერმანიაში აღნიშნეს ნაცისტური მესამე რაიხის მმართველზე, ადოლფ ჰიტლერზე თავდასხმის მცდელობის მე-80 წლისთავი და პატივის მიაგეს წინააღმდეგობის მონაწილეების ხსოვნას.
ბერლინში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიარემა. შოლცი სხვათა შორის, შეეხო ში ს მიერ წამოწყებულ ომს. „2024 წელს ჩვენ არ შეგვიძლია აღვნიშნოთ წლისთავი 20 ივლისს ისე, რომ არ ვიფიქროთ უკრაინის მამაც მოქალაქეებზე, რომლებიც უკვე ორი წელია რუსეთის აგრესიას ებრძვიან“ – თქვა შოლცმა და განმარტა, რომ სწორედ საკუთარი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის გამო არ შეიძლება გერმანიას ჰქონდეს სხვა პოზიცია გარდა უკრაინის მხარეზე დგომისა“.
კანცლერმა და პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ ნაცისტური ტირანიის წინააღმდეგობის იდეალები ცოცხალია გერმანიაში ახლაც და მნიშვნელოვანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება, ექსტრემიზმთან და სიძულვილის პროპაგანდასთან ბრძოლა.
ტრადიციულად ამ დღეს ფიცი დადო გერმანიის არმიის სამხედრო – საჰაერო ძალების 400-მა ახალწვეულმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ბუნდესვერისთვის 20 ივლისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად რჩება: ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებმა დაარღვიეს დადებული ფიცი, მისთვის“ რომ „წინ აღგდგომოდნენ გამანადგურებელ ომს და მასობრივ ხოცვას“. მან აღნიშნა, რომ ახლა გერმანელი ჯარისკაცები ფიცს პარტიებს და ბელადებს კი არ აძლევენ, არამედ თავისუფალ დემოკრატიულო ქვეყანას.
შტაინმაიერმა შეთქმულების ერთ-ერთ მთავარ მონაწილე კლაუს შენკ გრაფ ფონ შტაუფენბერგის დახვრეტის ადგილას ყვავილების გვირგვინი მიიტანა.
1944 წლის 20 ივლისს მაღალი რანგის ოფიცრებმა თავდასხმა მოაწყვეს ადოლფ ჰიტლერზე, რათა დაემხოთ ნაცისტური მთავრობა და სამშვიდობო მოლაპარაკება დაეწყოთ მოწინააღმდეგე ძალებთან. ჰიტლერი თავდასხმას გადაურჩა, გადატრიალება ჩაიშალა, შეთქმულების 200-მდე მონაწილე დახვრიტეს, ბევრი დააპატიმრეს. თავდასხმა, რომელიც უკავშირდებოდა ფართო მასშტაბიან ანტიჰიტლერულ ოპერაციას “ვალკირიას,” იყო ნაცისტურ პერიოდის წინააღმდეგობის მოძრაობის უამრავ ჯგუფურ თუ კერძო, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების ანტიჰიტლერული თუ ანტინაცისტურ აქტიურობას შორის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ორგანიზებული თავდასხმა ფიურერზე.
მისი მონაწილეებს შორის იყვნენ ძველი არისტოკრატიის, ვერმახტის, მმართველობის წარმომადგენლები, სხვათა შორის გენერალფელდმარშალი ერვინ ფონ ვიტცლებენი, 19 გენერალი, 26 პოლკოვნიკი, ორი ელჩი, შვიდი დიპლომატი, ერთი მინისტრი, სამი სახელმწიფო მდივანი, რაიხის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ