გერმანიას ყოველწლიურად 288 ათასი უცხოელი მუშახელი სჭირდება – კვლევა

ბერტელსმანის ფონდის (Bertelsmann Foundation) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანიაში, მუშახელი, „არსებითი“ იმიგრაციის გარეშე, 2040 წლისთვის შეიძლება 10%-ით შემცირდეს. ამის შესახებ DW წერს.
კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 288 ათასი კვალიფიციური უცხოელი მუშახელის შედინების გარეშე, გერმანიის სამუშაო ძალის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით ამჟამინდელი 46.4 მილიონიდან 41.9 მილიონამდე 2040 წელს. 2060 წლისთვის შეიძლება შემცირება 35,1 მილიონამდე იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ