გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევად აფასებს.
კობახიძის თქმით, დღეს გერმანიის ცნობა შეუძლებელია.
„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ.
გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ გერმანიაში მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და იქ როცა ვსწავლობდი სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რაღაცას მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, – განაცხადა მ.
გუშინ, 3 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე 1 დღით ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
· მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – გერმანიის საგარეო

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო