გერმანიამ 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება.
“დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა – ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ.
ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება.
საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს