გერმანიამ შესაძლოა, აშშ-ის საცავებიდან თავისი ოქრო გაიტანოს

გერმანიამ შესაძლოა, -ის საცავებიდან თავისი ოქრო გაიტანოს
გერმანია აშშ-ში არსებული ოქროს მარაგის გატანას განიხილავს, რისი მიზეზიც ვაშინგტონის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის საიმედოობაზე მზარდი ეჭვია.
ამის შესახებ Bild ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია 1.200 ტონა ოქროზე, რომელიც ნიუ-იორკში, ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავში ინახება. ის გერმანიას ეკუთვნის და აშშ-ის შემდეგ უდიდესი, ანუ 3.375 ტონა ოქროს მარაგის ნაწილია.
ამჟამად შეერთებულ შტატებში შენახული გერმანული ოქროს ღირებულება 113 მილიარდ ევროს აჭარბებს.
Bild-ის ცნობით, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), რომელიც გერმანიის მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს, ოქროს მარაგის შეერთებული შტატებიდან ფრანკფურტში ან ევროპის სხვა საცავში გადატანის საკითხს განიხილავს.
მიზეზი ს არაპროგნოზირებადი კურსის შესახებ შეშფოთებაა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფები დაწესდა.
ბოლო დრომდე გერმანიის რეზერვების ნაწილის შეერთებულ შტატებში განთავსება გონივრულ და პრაგმატულ სტრატეგიად ითვლებოდა: ეს ბერლინს საშუალებას აძლევდა, ფინანსური კრიზისის შემთხვევაში დოლარის ლიკვიდურობაზე სწრაფი წვდომა ჰქონოდა. თუმცა, Bild-ის შეფასებით, ვაშინგტონის მიერ ახალი სატარიფო ბარიერების შემოღებამ წინა გათვლების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
bpn.ge